Home
Category
TV Live Menu

Bloomberg: OPEC-მა ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

583eede6c12d4
BM.GE
30.11.16 19:07
985
OPEC ნავთობის მოპოვებას ამცირებს - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებამდე წევრი ქვეყნების მინისტრები ვენაში გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება ქვეყნებმა ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად მიიღეს.

შედეგად, ოპეკის ქვეყნები დღიურად წარმოებას 1,2 მილიონ ბარელით შეამცირებენ და 32,5 მილიონ ბარელს აწარმოებენ. გამოცემას ინფორმაცია ორმა დელეგატმა მიაწოდა, რომლებმაც განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ საჯარო არ არის.

ვენის მოლაპარაკებების პარალელურად ბრენტის ტიპის საწვავზე ფასმა თითქმის 9%-ით მოიმატა და ბარელზე 50 დოლარს მიაღწია.

Subscribe to our news

Get the main news of the day