Home
Category
TV Live Menu

Bloomberg: რუსეთში 2018 წლიდან ბიტკოინით ოპერაციების განხორციელება შესაძლოა ლეგალური გახდეს

58ecc784de88b
BM.GE
11.04.17 16:08
865
რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მოისეევმა განაცხადა, რომ მთავრობამ მომავალი წლიდან, შესაძლოა ბიტკოინებით ოპერაციების განხორციელება ლეგალიზებული გახადოს, - აღნიშნული შესახებ ინფორმაცია Bloomberg ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ასეთი ქმედებები შესაძლოა ფულის უკანონოდ გადარიცხვებთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდეს.

’’სახელმწიფო ფინანსური ოპერაციების თითოეულ მონაწილეს უნდა იცნობდეს. თუ ტრანზაქციები მიმდინარეობს, მის მონაწილეებს უნდა ესმოდეთ ვისგან ყიდულობენ და ვისთვის ყიდიან“- განაცხადა მოისეევმა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა მეტი გამჭვირვალობისთვის დაშვებული უნდა გახდეს და მაშინ მოქალაქეებს ოპერაციების განხორციელების დროს, მისი გამოყენების შემთხვევაში, სახელმწიფო გარანტია ექნებათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day