Home
Category
TV Live Menu

Bloomberg: რუსული ბუნებრივი აირის ფასმა ევროპაში შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია

58c8e0508d679
BM.GE
15.03.17 10:30
1104
ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის ფასი 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

როგორც აღნიშნული ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, ევროპის ბაზარზე "გაზპრომის" ფასები 12 წლიანი გაუფასურების შემდეგ, აღდგენის პროცესს განიცდის.
მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში "გაზპრომის" რესურსის მიწოდების ღირებულება 14% -ით გაიზარდა. ექსპერტების პროგნოზით, რუსული კომპანიის საწვავის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

’’ეს განსაკუთრებით ძლიერად წლის მეორე კვარტალში იქნება შესამჩნევი“.

EADaily-ის ცნობით, წინა წელთან შედარებით 2016 წელს "გაზპრომმა" დსთ-ს ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდება 12.5%-ით 179.3 მილიარდი კუბურ მეტრამდე გაზარდა, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.

Subscribe to our news

Get the main news of the day