Home
Category
TV Live Menu

Bloomberg: თუ OPEC-მა ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე უარი თქვა, ბარელი ნავთობის ფასი 40$-მდე დაეცემა

583d4f733d7e0
BM.GE
29.11.16 13:47
1684
ბარელი ნავთობის ფასი 40$-მდე დაეცემა, თუ OPEC-მა ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე უარი თქვა - ამის შესახებ Bloomberg წერს.

OPEC-მა წინასწარ შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით 2008 წლის შემდეგ პირველად სექტემბერში მიაღწია. თუ შეთანხმება ძალაში შევიდა, პროგნოზირებენ, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 50$ და მეტი იქნება. მაგრამ როგორც Bloomberg წერს, არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ OPEC პირობას შეასრულებს. წევრი ქვეყნები საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ, ვენაში გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ. ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია წევრ ქვეყნებს არ აქვთ.

„ბევრს სჯერა, რომ OPEC-ის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შანსი 50/50-ზეა“,- წერს გამოცემა.

Subscribe to our news

Get the main news of the day