Home
Category
TV Live Menu

Bloomberg წლის ყველაზე "საწყალი" ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ასახელებს

58bd1e96382dc
BM.GE
06.03.17 12:29
1041
Bloomberg წლის ყველაზე „საწყალი“ ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ასახელებს. გამოცემის რეიტინგში სულ 65 ქვეყანა შედის. პირველ ადგლს წინა წლის მსგავსად ვენესუელა იკავებს, სადაც უვე მეორე წელია ჰიპერინფლაციას და სავალუტო კრიზისს ებრძვიან. ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობზე შეცვლილი ფასები გახდა.

რეიტინგში მეორე ადგილს სამხრეთ აფრიკა იკავებს, სამეულს ასულებს არგენტინა.

მეოთხე ადგილზე რეიტინგში საბერძნეთია, ხუთეულს კი თურქეთი ასრულებს, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ლირას გაუფასურებამ გამოიწვია.

რეიტინგში მეექვსე ადგილზე ესპანეთია, მეშვიდეზე კი უკრაინა. ყველაზე ცუდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ათეულში შედიან სერბეთი, ბრაზილია და ურუგვაი.

რეიტინგში მკვეთრად გაუარესდა პოლონეთის პოზიცია და ქვეყანამ 28-ე ადგილი დაკავა, ნაცვლად გასული წლის 45-ე ადგილისა. მიზეზად ქვეყანაში ინფლაციის და უმუშევრობის მატება სახელდება.

ორი პოზიციით გაუარესდა ბრიტანეთის მაჩვენებელიც, რისი მიზეზიც BREXIT გახდა. რეფერენდუმის შედეგების პარალელურად ქვეყანაში ფუნტი 30 წლიან მინიმუმამდე დაეცა.

Subscribe to our news

Get the main news of the day