Home
Category
TV Live Menu

BMG-ს 5 თანამშრომელი სტაჟირებაზე აშშ-ი მიემგზავრება

5a531ba96ee5e
BM.GE
08.01.18 11:19
1186
Business Media Georgia-ს 5 თანამშრომელი სტაჟირებაზე ამერიკაში მიემგზავრება.
 
TV პირველი საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის გამარჯვებული გახდა. შედეგად, ტელეკომპანიის წარმომადგენლები გაემგზავრებიან ამერიკაში და წინასწარ შერჩეულ ტელევიზიებში გაივლიან სტაჟირებას.  სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული.  პროექტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე ვიზიტი როგორც ამერიკიდან საქართველოში, ასევე პირიქით.  საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის  გამარჯვებულებს აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). Business Media Georgia გამარჯვებულად ღია კონკურსის წესით შეირჩა და შედეგად ჯგუფის სამი წევრი იანვარში სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის. 
 
ამასთან, Business Media Georgia-ს ორი თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „მედია განათლების პროგრამის“ გამარჯვებული გახდა. პროგრამა San Jose-ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SJSU) ერთად ხორციელდება. შედეგად, შერჩეული ჟურნალისტები ტრეინინგებს გაივლიან სილიკონ ველის მედია ორგანიზაციებში. ინტენსიური სასწავლო კურსი საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სილიკონ ველზე ქართველი ჟურნალისტები გაეცნობიან უახლოეს ინტერნეტ აპლიკაციებს და საგამოძიებო ჟურნალისტურ რესურსებს, რაც მათ დაეხმარებათ ჟურნალისტური მასალის მომზადებასა და აუდიტორიის გაზომვაში. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები სილიკონ ველის დედაქალაქში ესტუმრებიან Google-ისა და Facebook-ის ოფისებს, სადაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში ამერიკელი კოლეგები დაეხმარებიან

Subscribe to our news

Get the main news of the day