Home
Category
TV Live Menu

BMG-ს სარჩელი "სტუდია მაესტროს" წინააღმდეგ წელიწადნახევრის შემდეგაც არ განხილულა

5a5f63fa84f88
BM.GE
17.01.18 18:48
714
"ბიზნესმედია საქართველოს"(BMG) მიერ შპს "სტუდია მაესტროს" წინააღმდეგ სარჩელის განხილვა წელიწადნახევრის შემდეგაც არ დაწყებულა. საქართველოს საპროცესო კოდექსით შრომის დავის განხილისთვის შემჭიდროებული, 1 თვიანი, ვადაა დადგენილი. მიუხედავად ამისა, ამჟამად „ბიზნესმედია საქართველოს“ , ხოლო იმ დროისათვის ტელეკომპანია „მაესტროს“ 27 თანამშრომლის სარჩელის განხილვა შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანიდან წელიწადნახევრის შემდეგაც არ მომხდარა.

გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს. აღნიშნულმა გაერთიანებამ 2016 წლის 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს “სტუდია მაესტრო"-ს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. პროფკავშირების მოთხოვნა იყო ზემოთხსენებული 27 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და კომპენსაციის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის, სახელფასო დავალაინებისა და გამოუყენებელი შვებულების გამო.

„ბიზნესმედია საქართველო“ აცხადებს, რომ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული საქმე რამდენჯერმე გადაეწერა სხვადასხვა მოსამართლეს. მოსარჩელეთა ადვოკატის მხრიდან მოსამართლის თანაშემწესთან აქტიურმა კომუნიკაციამ კი ვერ უზრუნველყო პროცესის დაჩქარება, მეტიც, ამ დროისათვის მომჩივანი მხარისთვის პროცესის ჩანიშვნის სავარაუდო თარიღიც უცნობია.

Subscribe to our news

Get the main news of the day