ტექნოლოგიური ამბები ის სფერო და განყოფილებაა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ტემპი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მიზნების განხორციელება არ არც ერთ ეტაპზე აკლია. პანდემიური წლების შეჯამების დრო უკვე პოსტპანდემიურ სამყაროში როცა დადგება, ალბათ სხვა ბევრ რამესთან ერთად მნიშვნელოვანი მონაგარი ტექნოლოგიური განვითარების ის ეტაპი იქნება, როცა პროცესები ერთი მხრივ შეზღუდვებმა დააჩქარა და მეორე მხრივ ლოგიკური გაგრძელებაა თანამედროვეობის წლების სიახლეებისა. ამბებს 2022 შიც ბევრს საინტერესოს გვპირდებიან საერთაშორიო კომპანიები, რომელთაგან Reddit-მა და LiveWire-მა საჯარო განთავსების სურვილი და მიზანი მომავალი წლისა უკვე საჯაროდ დააფიქსირეს.