Home
Category
TV Live Menu

BMW ახალ უპილოტო ავტომობილზე მუშაობს

577e8f0cf2be0
BM.GE
07.07.16 21:17
1222
გერმანულმა კონცერნმა BMW, ამერიკულმა Intel და ისრაელის კომპანიამ Mobileye ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას კომპანიები ერთობლივად შეიმუშავებენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანული ავტოკონცერნი Mobileye-სა და Intel -თან თანამშრომლობით, 2021 წლისთვის უნივერსალური, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური უპილოტო ავტომობილის შექმნას გეგმავს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავტოპილოტი 5 წლის შემდეგ მზად უნდა იყოს. უპილოტო ავტომობილის განმასხვავებელი ნიშანი ის იქნება, რომ ტარების პროცესი სრულად ავტომატიზირებული იქნება. ავტომატური გადაადგილების განვითარებაზე Google და Apple-ც მუშაობენ. მათი პროექტები უახლოეს რამდენიმე წელიწადში დასრულდება. გარდა ამისა, ავტოპილოტის შექმნაზე Volkswagen, Volvo, General Motors, Toyota, Daimler და Fiat Chrysler მუშაობენ.

მომხმარებელი BMW-ს, Intel-ისა და Mobileye-ს უპილოტო ავტომობილის გამოძახებასაც შეძლებს, რის შემდეგაც ავტომობილს დანიშნულების ადგილს მიუთითებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day