Home
Category
TV Live Menu

Boeing 2018 წელს ევროპაში პირველ ქარხანას გახსნის

58b190ebedc42
BM.GE
25.02.17 18:10
1062
ამერიკული საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია Boeing 2018 წელს ჩრდილოეთ ინგლისში ქალაქ შეფილდში ქარხნის გახსნას გეგმავს, რომელიც კომპანიის პირველი ევროპული ქარხანა იქნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ქარხნის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი ($ 25 მილიონი) იქნება და ის Boeing 737 და 777-სთვის ტექნიკურ დეტალებს აწარმოებს.

თავიდან ქარხანა 30 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო თანამშრომლების რეკრუტირება 2018 წლისთვის იგეგმება. როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, Boeing-ს დიდ ბრიტანეთში 2 000 თანამშრომელი ჰყავს, მაგრამ ისინი უშუალოდ წარმოებაში არ არიან ჩართული.

’’ბრიტანეთში თვითმფრინავის ძვირადღირებული კომპონენტების საწარმოებლად ქარხნის გახსნის ჩვენი გადაწყვეტილება, თანამშრომლობის ხარისხობრივი ცვლილებაა და აქ გასავითარებლად კომპანიის სამომავლო გეგმების მაგალითია"- აცხადებს Boeing Europe-ს პრეზიდენტი მაიკლ არტური.

Subscribe to our news

Get the main news of the day