Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოლნისური ღვინოების საერთაშორისო პოტენციალი

BM.GE
07.07.21 08:39
393
ბოლნისში, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ძველი გერმანული წისქვილის სივრცეში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით შეფასებული 19 ბოლნისური მარნის, 29 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი. პრეზენტაცია - დეგუსტაციაზე, ასევე გაიმართა პირველი ქართული ღვინის ჟურნალის Homeland OF Wine-ის პრეზენტაცია.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day