Home
Category
TV Live Menu

ბოლო 3 წელში თბილისში CO-თი 82 ადამიანი გარდაიცვალა

5a13ef7dc7a01
თათია ჩაფიჩაძე
21.11.17 13:17
805
ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით CO-თი ინტოკსიკაციის შედეგად 82 ადამიანი გარდაიცვალა, 350 კი მოიწამლა. გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით უმეტესწილად CO-თი ინტოკსიკაცია გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

არსებული სტატისტიკის პრევენციის მიზნით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დედაქალაქის მერიასთან ერთობლივი კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ყველა თბილისელს შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში კომპანიის სპეციალური ბრიგადების მომსახურებით ისარგებლონ.

"ჩვენი თანამშრომლები წელიწადში ერთხელ ვალდებულები არიან ყველა აბონენტთან შევიდნენ და შეამოწმონ როგორ მიმდინარეობს გაზის დანადგარები ექსპლუატაცია, არასწორად დამონტაჟებული დანადგარების შემთხვევაში კი მისი ჩახსნა უზრუნველყონ. თუმცა ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით, მოსახლეობის 30-40% ჩვენი სპეციალისტების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას მაინც აგრძელებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გაზის ღია წვის კამერიანი ხელსაწყოები ჩვენი მხრიდან კატეგორიულად იკრძალება. მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ ნებისმიერ დანადგარის შეძენის და მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე 2 40 40 04 ან 114-ზე, ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს ვადაში მივლენ და შესაბმის მითითებებს მისცემენ", - აცხადებენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day