Home
Category
TV Live Menu

ბოლო 30 წლის მანძილზე, 2017 წლის დასაწყისი, აშშ დოლარისთვის ყველაზე ცუდი იყო

589333fb93ef5
BM.GE
02.02.17 17:18
1105
ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკული დოლარისთვის მიმდინარე წლის იანვარი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ძირითადი ვალუტების კალათების მიმართებით აშშ დოლარი 2,6%-ით გაუფასურდა. Reuters დოლარის გაუფასურებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის პოლიტიკას უკავშირებს.

გამოცემა წერს, რომ დეკემბრიდან ევროს ფასმა $1,08 ნიშნულს პირველად გადააჭარბა იანვარში, აშშ დოლარის ინდექსი კი თითქმის 1%-ით დაეცა.

Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპის საბიუჯეტო სტიმულირების ღონისძიებების დაპირებებში არასაკმარისი სიცხადეა და ეს კიდევ ერთი ფაქტი შეიძლება იყოს, რაც აშშ ვალუტაზე წლის დასაწყისიდან ზეწოლას ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day