Financial Times-ის ინფორმაციით, იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია Toyota ემზადება ყოველწლიური შემოსავლების პირველი შემცირებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში. გამყარებული იენა, შემცირებული ეკონომიკის ზრდა, მანქანების უკან გამოწვევა საწარმოო ხარვეზების გამო და კიუსიუზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად შეფერხებული წარმოება, ის მიზეზებია რის გამოც კომპანიის პროგნოზები გაუარესდა. 2016-2017 ფინანსურ წლებში კომპანია ვარაუდობს რომ მოგების ვარდნა 35%-იანი იქნება 1,5 ტრილიონ იენამდე (13,8 მილიარდ დოლარი), მაშინ როცა პირველადი პროგნოზი 2,2 ტრილიონი იენი (20,23 მილიარდი დოლარი იყო) კომპანია ასევე ელის რომ შემოსავალი შემცირდება 6,7%ით - 26,5 ტრილიონ იენამდე.
რაც შეეხება გასული წლის ანგარიშს, იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, 2015–2016 ფინანსურ წელს, მოგების ზრდა 6,4%-იანი იყო. კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 4,3%-ით 28,4 ტრილიონ იენამდე და ოპერაციული შემოსავალი გაიზარდა 3,8%-ით 2,85 ტრილიონ იენამდე.