საერთაშორისო ფონდმა კურაციო ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგები გამოაქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ექსპერტები ჯანდაცვის სფეროს მთავარ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით მართვა/ადინისტრირების გამოწვებებს ასახელებენ. სფეროს მთავარ გამოწვევად სახელდება ასევე პროგრამის დიზაინის დახვეწა და მოწყვლადი ჯგუფების მედიკამენტრებით უზრუნველყოფა. ექსპერტების შეფასებით, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი დაკავშირებულია ჯანდაცვის ხარჯების ზრდის დასარეგულირებლად დაფინანსების ხარჯთ-ეფექტური მექანიზმის დანერგვასთან, კერძოდ 2015 წელს საკეისრო კვეთების წილმა 41,4 % შეადგინა მშობიარობების საერთო რაოდენობიდან, რაც 2,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2014 წელთან შედარებით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა/ადმინისტრირების ხარვეზებს ეხმიანება ასევე დაგვიანებული გადახდებიც. მეოთხე ტაღის შემდეგ იმ მენეჯერთა რაოდენობა, რომლებიც თანხების დროულად ჩარიცხვას აღნიშნავდნენ 62%-დან 33%-მდე დაეცა. კვლევაში მონაწილე დაწესებულებათა მენეჯერების 66.7% პროგრამული თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ.
რაც შეეხება ჯანდაცვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებს, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტით დახარჯულია 331,8 მილიონი ლარი, რაც 8%-ით აჭარბებს გასული წლის დასაწყისში დაგეგმილი ბიუჯეტის მოცულობას. ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე კი 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით დახარჯულია დაგეგმილზე 5.5%-ით მეტი. მეშვიდე ტალღის რესპონდენტთა შეფასებებით,ჯანდაცვის სფეროს გამოწვევათა ნუსხა ამით არ სრულდება და აგრეთვე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება, ფარმაცევტული სფეროს რეგულირება, მედიკამენტებზე ფასების კონტროლი, სამედიცინო განათლების სისტემა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უწყვეტი მიმდინარეობის შედეგად სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია. უფრო დეტალურად: ამბულატორიული სერვისების მოხმარება 2015 წელს 2012-თან შედარებით 57%-ით მოიმატა. გეგმიური ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი კი 2015 წელს 2012-თან შედარებით 49%-ით არის გაზრდილი. გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებელი 2014-15 წლებში სტაბილურობით ხასიათდება, თუმცა 2012-თან შედარებით ბოლო ორ წელიწადში ჩანს, რომ გადაუდებელი ოპერაციების უტილიზაცია 3-ჯერ არის მომატებული. ბოლო 6 თვის მანძილზე მედიკამენტების ფასების ცვლილებას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ 34,6%-ით შემცირდა იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ბოლო 6 თვის პერიოდში წამლების გაძვირებას აღნიშნავდნენ, თუმცა ეს მოხდა იმ რესპონდენტთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში წამლების ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ცვლილების შეფასებას, რესპონდენტთა 41.4% თვლის რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურებაზე ფასები არ შეცვლილა და წინა ტალღასთან შედარებით უფრო ნაკლები ადამიანი- 55.2% აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები გაძვირდა.
კვლევა არ ეყრდნობა მხოლოდ გამოკითხული სპეციალისტების შეფასებებს, არამედ ადარებს ამ მოსაზრებებს უკვე ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულ ტენდენციებს იმისთვის, რომ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს კვლევას. ექსპერტთა მოსაზრებები რომ შევადაროთ სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2016 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით ჯანდაცვაზე ფასები შემცირებულია 0,8%-ით. თუმცა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5,5%-ით. 1,1%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება, ხოლო სამედიცინო პროდუქცია (წამლები), აპარატურა და მოწყობილობა გაიაფდა 12,4%-ით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ჯგუფზე ფასების შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ,,ჰუმანითი ჯორჯიას’’ შემოსავლასთან. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას , მეშვიდე ტალღის მონაცმებით, ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა. ყოველი მეორე რესპონდენტი თვლის, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ხოლო სამიდან ერთი კვლავ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუარესებას აღნიშნავს. ბარომეტრის მეექვსე ტალღასთან შედარებით მეშვიდე ტალღის მონაცემებითაც 31,7%-ით შემცირდა ასევე იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომლებიც მოსახლეობის ფინანსური დაცულობის ოდნავ ან მნიშვნელოვან გაუარესებას აღნიშნავენ. ერთადერთი ინდიკატორი, სადაც ტენდენციები არ შეცვლილა არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც მესამე ტალღიდან მოყოლებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მეშვიდე ტალღის მონაცემებითაც, ჯიბიდან გადახდების რაოდენობა გაიზარდა და თანხების მატებას რესპონდენტების 55,2% აღნიშნავს.