ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 22 ოლქიდან 18-ში მეორე ტური გაიმართება. უმეტეს ოლქებში კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც მეორე ტურის გამართვის წინაპირობაა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, უბნების დიდი ნაწილი დათვლილია.
ძირითად შემთხვევაში მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. გამონაკლისია მთაწმინდის ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი არ ჰყავს და მეორე ტურში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა რურუას დაუპირისპირდება.
ამ დროის მონაცემებით, მეორე ტური არ გაიმართება: ვაკის მესამე (იმარჯვებს „ქართული ოცნება“- ზაზა ხუციშვილი), საბურთალოს მე-4 (იმარჯვებს„ქართული ოცნება“- მამუკა მდინარაძე), საბურთალოს მე-5 (იმარჯვებს„ქართული ოცნება“- ნინო გოგუაძე) და ჩუღურეთის მე-14 (იმარჯვებს„ქართული ოცნება“- გია ვოლსკი) ოლქებში.
ცესკოს მიხედვით, ამჟამად თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
მთაწმინდის 1-ლი ოლქი
დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 44,4%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა რურუა - 26,9%
ვაკის მე-2 ოლქი
„ქართული ოცნება“ ბიძინა გეგიძე - 48,83%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარია - 22,22%
ვაკის მე-3 ოლქი
„ქართული ოცნება“ ზაზა ხუციშვილი - 50,53%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პეტრე ცისკარიშვილი - 19,3%
საბურთალოს მე-4 ოლქი
„ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძე - 51,81%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯარჯი დოლიძე - 20,67%
საბურთალოს მე-5 ოლქი
„ქართული ოცნება“ ნინო გოგუაძე- 51,52%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გია როინიშვილი - 18,84%
საბურთალოს მე-6 ოლქი
„ქართული ოცნება“ ლევან გოგიჩაიშვილი- 46,76%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სევდია უგრეხელიძე - 17,03%
კრწანისის მე-7 ოლქი
„ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია - 47,92%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი აბესაძე - 29,34%
ისნის მე-8 ოლქი
„ქართული ოცნება“ ირაკლი აბუსერიძე - 42,71%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ონიანი - 24,28%
ისნის მე-9 ოლქი
„ქართული ოცნება“ დავით ჭიჭინაძე - 48,35%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკ კვიციანი - 27,23%
ისნის მე-10 ოლქი
„ქართული ოცნება“ ბექა ნაცვილიშვილი - 45,46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა კედელაშვილი - 26,87%
სამგორის მე-11 ოლქი
„ქართული ოცნება“ გიორგი მოსიძე - 47,64%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ნადირაძე - 23,99%
სამგორის მე-12 ოლქი
„ქართული ოცნება“ მარიამ ჯაში - 42,85%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით ჟღენტი - 27,37%
სამგორის მე-13 ოლქი
„ქართული ოცნება“ შოთა ხაბარელი - 45,27%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხახნელიძე - 25,52%
ჩუღურეთის მე-14 ოლქი
„ქართული ოცნება“ გია ვოლსკი - 57,32%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩოლოყაშვილი - 23,71%
დიდუბის მე-15 ოლქი
„ქართული ოცნება“ ზაზა პაპუაშვილი - 47,28%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნაფეტვარიძე - 19,77%
დიდუბის მე-16 ოლქი
„ქართული ოცნება“ ივლიანე წულაია - 47%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი დვალი - 20,85%
ნაძალადევის მე-17 ოლქი
„ქართული ოცნება“ სოფიო კილაძე - 44,83%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მურმან თხელიძე - 19,84%
ნაძალადევის მე-18 ოლქი
„ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი - 47,36%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა გუგეშაშვილი - 25,03%
ნაძალადევის მე-19 ოლქი
„ქართული ოცნება“ ზაზა გაბუნია - 46%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლერი დემეტრაშვილი - 26,23%
გლდანის მე-20 ოლქი
„ქართული ოცნება“ კობა კობალაძე - 40,52%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ალექსანდრე ჩაფიჩაძე - 24,18%
გლდანის მე-21 ოლქი
„ქართული ოცნება“ ლევან კობიაშვილი - 49,1%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სერგო რატიანი - 30,49%
გლდანის მე-22 ოლქი
„ქართული ოცნება“ ლევან კობერიძე - 44,8%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბარამიძე - 25,65%