Home
Category
TV Live Menu

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად ფრანგულ კაზინოებს მოგება გაეზარდათ

567e6a549c592
BM.GE
26.12.15 14:18
1264
ფრანგული კაზინოების მოგება ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა. ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. Le Monde ინფორმაციას კაზინოების ოპერატორებზე დაყრდნობით წერს, რომელმაც წელი 2015 წლის 31 ოქტომბერს დააჯამა. ბოლო 7 წლის განავლობაში ფრანგული კაზინოების ბრუნვა (სხვაობა მომხმარებელთა მოგებასა და მათ მიერ გაკეთებულ ფსონებს შორის) საერთო ჯამში 24%-ით შემცირდა. ასოციაციის ინფორმაციით, სათამაშო დაწესებულებების ვიზიტორების რაოდებობა ბოლო ერთ წელში გაიზარდა. შემოსავლის ზრდას ხელი ონლან აზარტულმა თამაშებმაც შეუწყო. ისეთებმა როგორიცაა საფრანგეთში რამდენიმე წლის დაშვებული პოპულარული „ინგლისური რულეტკა“.

საფრაგეთში 201 კაზინოა. შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სათამაშო ავტომატებზე გაიზარდა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day