"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, იჯარებით გავცემდით მიწას და შეფერხება არ გვქონია ამ მიმართულებით ინვსტიციებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის თემის კომენტირებისას. მისი თქმით, შესაძლებლობა იმის, რომ საქართველოში განხორციელდეს ინვესტიცია იარსებებს, თუნდაც იჯარის მიმართულებით.
"ნორმა, რომელიც კონსტიტუციაში იწერება, მდგომარეობს შემდეგში, - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული რესურსი შესაძლებელია იყოს საკუთრებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების, რომელიც თავის თავში ქართველების დაფუძნებულ კომპანიებს გულისხმობს.
შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში მოხდეს ინვესტიციების განხორციელება და იყოს კვალიფიციური ინვესტორი, რა თქმა უნდა არსებობდეს და ეს იარსებებს თუნდაც იჯარების მიმართულებით. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, იჯარებით გავცემდით მიწას და შეფერხება არ გვქონია ამ მიმართულებით ინვსტიციებში", - განაცხადა მინისტრმა.