საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფატქზე დააკავეს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯმის სატყეო უბნის ტყის მცველი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისათვის.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.