Home
Category
TV Live Menu

ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია

57a42ed6a4acc
BM.GE
05.08.16 10:10
1208
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ბორჯომში იმყოფებოდა.

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქ ბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურუის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. წაღვერის, ბაკურიანის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day