Home
Category
TV Live Menu

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გამთენიისას საავიაციო და სახმელეთო ტექნიკით გაგრძელდება

599b4c855a109
BM.GE
22.08.17 01:06
1403
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ბორჯომში, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მოხალისეების ადგილზე ჩასვლა საჭირო არ არის. ამის შესახებ მან საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და რომელსაც შს სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმაფრთველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რამდენიმე კრიტიკული ფრონტია გამოყოფილი. მძლავრი ტექნიკა ადგილზეა მობლიზებული, დილის 6 საათამდე, იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული. ცოცხალი ძალს მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს და როგორც კი ინათებს, როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ.

სამი კრიტიკული ზონა არის. ეს არის ახალგაშენებული ტყის ზონა, ეს არის წაღვერთან მიმდებარე სერი, სადაც ლოკალიზება უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავრცელდეს ცეცხლი. ეს არის სოფლი დაბა, რომელშიც ნაკლები საფრთხეა.

სამივე ფრონტზე ცოცხალი ძალა მობილიზებულია. ტექნიკა არის მობილიზებული. ადგილზეა ბულდოზერები, რომლებიც გაიყვანენ გზებს.

მოვიდა ინფორმაცია, რომ მოხალისეები აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობს.

ბაკურაინში დამსვენებელს არაფერი ემუქრება. დამსვენებლებმა არ უნდა ინერვიულონ, გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. დილისთვის ვემზადებით, დილამდე ვიმუშავებთ ტექნიკის საშუალებით. დილიდან ერთდროულად შევუტევთ ამ სამივე ფრონტს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ.

Subscribe to our news

Get the main news of the day