Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა

BM.GE
20.04.22 13:23
294

საქართველოში სათბურის ბოსტნეული, კერძოდ, კიტრი და პამიდორი ძვირდება, რადგან ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული თურქულ იმპორტზე. თურქეთში კი ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. EastFruit-ის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად საქართველოსთვის სათბურის ბოსტნეულის იმპორტი აუცილებელია. 

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, თურქულ ხილ-ბოსტნეულზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების შედეგად, ქვეყანაში ზოგიერთ ძირითად პროდუქტზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, 30%-დან 140%-მდე გაიზარდა. 

ქვეყანაში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილმა მწარმოებელმა პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეაჩერა. მიზეზი საქართველოს ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო საექსპორტო პროდუქციის ნაკლებობაა. გარდა ამისა, ჰერბიას პროდუქციის წარმოება გაუძვირდა, რაც ჯერ არ ასახულა სარეალიზაციო ფასებზე, თუმცა საწვავის ფასის გაზრდის და არასტაბილური მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ფასების 10–15%–ით აწევა მოუწევთ. 

სტუმარი: ზურაბ ჯანელიძე - ”ჰერბია”, დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day