Home
Category
TV Live Menu

"ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის ან კოსმოდრომის აშენებაზე ჩემთვის ცნობილი არაა"

5758046e54d83
BM.GE
08.06.16 15:39
1206
თბილისის ბოტანიკურ ბაღში მცირე ჰესის შესაძლო მშენებლობას უარყოფს გარემოს დაცვის მინისტრი. როგორც დღეს გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, ადგილზე არცს ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ჰიდრორესურსია.

"ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ნიჭიერი ფანტაზია არ უნდა იყოს. არ ვფლობ ინფორმაციას და არ ვფიქრობ, რომ ჰიდროელექტროსადგური აშენდება იქ. არც საამისო ადგილი, სივრცე და რესურსია. ელემენტარულად ჰიდრორესურსი უნდა იყოს, რომ მსგავსი რამ ააშენო. ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის, კოსმოდრომის ან მსგავსი გრანდიოზული ინფრასტრუქტურის აშენებაზე ჩემთვის ცნობილი არაა", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცირე ჰესის შესაძლო მშენებლობაზე დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day