Home
Category
TV Live Menu

BP: ჩრდილოეთის ზღვაში 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა

57f39ae5ae7de
BM.GE
04.10.16 16:04
1128
ჩრდილოეთის ზღვაში 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაცია ბრიტანული ნავთობის გიგანტმა bp-მა გაავრცელა. ნავთობის ჩაღვრა 2 ოქტომბერს კომპანიის პლატფორმა კლერზე არსებული ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა. ნავთობი ზღვაში ერთი საათის განმავლობაში ჩაედინებოდა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ნავთობის ზღვაში დატოვება იქნება, რომელიც ეტაპობრივად წყალს შეერევა. თუმცა, განიხილება მოქმედების ალტერნატიული საშუალებებიც. საჰაერო დაკვირვებები აჩვენებს, რომ ნავთობის ლაქები ჩრდილოეთის, ნაპირის მიმართულებით მოძრაობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day