Home
Category
TV Live Menu

BP: საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ქვეყანას ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს ამ კუთხით

5888493a55c6e
ნინო კვინტრაძე
25.01.17 10:44
1031
"საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ქვეყანას ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს ამ კუთხით" - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს BP-ის საქართველოს დირექტორმა კრის შლიტერმა განუცხადა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედაც დაინიშნა. მისი განცხადებით, ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში ევროპული ქვეყნების ინვესტიციების გაზრდა იქნება.

"ჩვენი მოვალეობაა, რომ საქართველო დავაკავშიროთ ევროპას. ჩემთვის დიდი პატივია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა. ჩვენი კომპანია უკვე 21 წელია საქართველოში ოპერირებს. EUGBC კი 11 წელია, ინვესტიციები ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა, ამის მიზეზია როგორც სწორი კომუნიკაცია ასევე ბიზნესის განვითარებაც", - განაცხადა შლიტერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day