Home
Category
TV Live Menu

ბრაზილია მის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას განიცდის

58c00f1a03849
BM.GE
08.03.17 18:01
1014
გასული წლის შედეგებით ბრაზილიის ეკონომიკა 3.6% -ით შემცირდა. ქვეყანამ ეკონომიკური რეცესია 2015 წელსაც განიცადა (-3,8%) და აღნიშნული მის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

1948 წლიდან ქვეყანაში მშპ-ს შემცირება ზედიზედ ორი წელი არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში რეცესიას საფონდო ბირჟის დაცემა, უმუშევრობის დონის ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სხვა მოვლენები იწვევს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა ქვეყნის რეიტინგი შეამცირეს.

ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტების მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარება სოფლის მეურნეობის სექტორშია.

ბრაზილიის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2017 წელს ქვეყნის მშპ მხოლოდ 0.5%-ით გაიზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day