Home
Category
TV Live Menu

ბრაზილიამ ისტორიაში პირველად ყავის იმპორტი დაუშვა

58a81460af1ba
BM.GE
18.02.17 14:10
1211
ბრაზილიის მთავრობამ პირველად ისტორიაში პირველად ქვეყანაში ძლიერი ყავის - რობუსტას სახეობის იმპორტი დაუშვა, - აცხადებს სამხრეთ ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყავის დეპარტამენტის დირექტორი სილვიო ფარნესი.

Reuters- ის ინფორმაციით, უკვე უახლოეს მომავალში ყავის ამ სახეობის შემოტანა ვიეტნამიდან დაიწყება, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით. ნებართვა ყავის საზღვარგარეთ შეძენაზე ბრაზილიის საგარეო სავაჭრო პალატიამ (CAMEX) გასცა.

სააგენტოს ცნობით, იმპორტირებულ ყავაზე საბაჟო გადასახადი იქნება დაწესებული მისი ღირებულების 2%-ის ოდენობით. ივარაუდება, რომ მაისის ბოლომდე ქვეყანაში 1 მილიონი ტომარა ყავა იქნება იმპორტირებული, თითოეული ტომრის წონა კი 60 კილოგრამი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორი და ყავის მწარმოებელია. გასულ წელს მან ყავის რეკორდული მოსავალი აიღო, თუმცა შტატ ესპირიტუ-სანტუში მძიმე გვალვის შედეგად, რობუსტას სახეობის მოსავალი 2004 წლის მაჩვენებლის დონემდე შემცირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day