Home
Category
TV Live Menu

Brexit ლონდონის სასტუმროების ბიზნესს დააზარალებს

57e3bcf630d83
BM.GE
22.09.16 15:12
1141
2017 წლიდან ლონდონის სასტუმროებში თავისუფალი ადგილის მოძებნა ბევრად ადვილი იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ Brexit-ის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის შეფერხებით განვითარების გამო, საერთაშორისო კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს მივლინებების დროს ლონდონში გაუშვებენ, - აცხადებენ PricewaterhouseCoopers (PwC)-ის ანალიტიკოსები.

ექსპერტების პროგნოზით, Brexit-ის პროცესის გამო ლონდონის სასტუმროების დატვირთვა მომავალი წლის განმავლობაში1%-ით იკლებს.

ბაზარზე ნეგატიურ ტრენდს ხელს შეუწყობს ისიც, რომ ბრიტანეთის დედაქალაქს ვიზიტორების მისაღებად დამატებით 7, 200 ახალი ნომერი დაემატება. ახალ ოთახებთან ერთად, სასტუმროები ამერიკული Airbnb-ის აპარტამენტების გაქირავების სერვისით გამოწვეულ კონკურენციას განიცდიან, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს საცხოვრებელი ონლაინ-დაჯავშნით კერძო პირებისგან იქირაონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day