ბრიტანეთის მოსახლეობამ MasterCard-სგან კომპენსაციის მოთხოვნით, კოლექტიური სარჩელი შეიტანა. სარჩელი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია.
ბრიტანეთის მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაღალი საკომისიოს გამო, MasterCard-სგან 14 მილიარდი ფუნტის (18.8 მილიარდი დოლარი) გადახდას მოითხოვს,- წერს MarketWatch.
სარჩელი MasterCard-ის წინააღმდეგ 2015 წელს მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონის მიღების შემდეგ (Consumer Rights Act), მეორე კოლექტიური სარჩელია.
MasterCard-ის პრესმდივნის განცხადებით, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ აკონკრეტებს, საგადასახადო სისტემა სარჩელს არ ეთანხმება და მზად არის თავისი უფლებების დასაცავად.
MasterCard ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშიორისო საგადასახადო სისტემაა და მსოფლიოს 210 ქვეყნის 150 ვალუტაში ახორციელებს ოპერაციებს.