Home
Category
TV Live Menu

ბრიტანეთი პასპორტის ფერს შეცვლის

5a3e6ce955e00
BM.GE
23.12.17 18:46
1022
დიდი ბრიტანეთის პასპორტის ახალი დიზაინი, რომელსაც ევროკავშირის ემბლემა აღარ ექნება, ფერსაც შეიცვლის.

BREXIT-ის შემდეგ, 2019 წლიდან პასპორტები წითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება. ბრიტანეთის მიგრაციის მინისტრმა ბრენდონ ლიუსმა განაცხადა, რომ ახალი პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო იქნება, რაც გაყალბებას და თაღლითობას ხელს შეუშლის.

"ევროკავშირის დატოვება ჩვენი იდენტურობის აღდგენისა და მსოფლიოში ახალი ტრაექტორიის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ ბრიტანეთის პასპორტი კანონიკურ ლურჯ-ოქროსფერ დიზაინს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირს დავტოვებთ“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის მიგრაციის მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day