ბრიტანეთის პრემიერის ტერესა მეის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს 2017 წლის მარტში დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი გაერთიანებას სრულფასოვნად 2019 წელს დატოვებს.
ეს პირველი შემთხვევაა რეფერენდუმის შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ გაერთიანების დატოვების შესახებ კონკრეტული ვადები დაასახელა. ასევე ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ხელახლა მოხდება ყველა არსებული კანონპროექტის კენჭისყრა, რაც ბრიტანეთს ევროკავშირთან ვალდებულებით აქვს, შედეგად ქვეყანა თავად გადაწყვეტს, რომელი კანონი შეინარჩუნოს და რომელი შეცვალოს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახდენს ბრიტანეთი სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.