"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ დოლარი 10-20% -ით გაძლიერებულია", - ამის შესახებ 22 ივნის ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი.
2015 წელს აშშ დოლარი დაახლოებით 10 %-ით გაძვირდა, - აღნიშნავს ლაგარდი.
ლაგარდის თქმით, ყოველივე ეს „ინვესტორების უსაფრთხოებისკენ სწრაფვით და ასევე ნავთობზე მაღალი ფასებით აიხსნება“.
ამავე დროს, როგორც სსფ-ის ხელმძღვანელი ამბობს, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ეს მსოფლიო ბაზრებზე დოლარის ახალ ნახტომისებურად მკვეთრ ცვლილებას გვიჩვენებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის მიხედვით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება და მისი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება.
“ინვესტორები აშშ დოლარს უსაფრთხო ზონად აღიქვამენ და ისინი თავიანთ ფინანსურ ნაკადებს აშშ დოლარად აქცევენ. ძლიერი დოლარი კი ამერიკის ექსპორტს სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანს ხდის“- განაცხადა ლაგარდმა.
ზოგიერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ტრეიდერი თვლის, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის აშშ-ის არჩევნების შემდეგ, დოლარი შეიძლება დასუსტდეს.