Home
Category
TV Live Menu

ბრიტანეთის მომავალი პრემიერი, დირექტორებსა და რიგით თანამშრომლებს შორის სახელფასო ზღვარის შემცირებას აპირებს

5783dd79e4159
BM.GE
11.07.16 21:49
1036
ბრიტანეთის პრემიერის პოსტს, სავარაუდოდ ტერესა მეი დაიკავებს. BBC წერს, რომ დევიდ ქერონი პოსტს 13 ივლისს დატოვებს და იმავე საღამოდან მის მოვალეობას ტერესა მეი შეასრულებს.

საკუთარ გამოსვლაში დღეს მან ბრიტანეთის ეკონომიკაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ეკონომიკა მოსახლეობის მხოლოდ 1%-სთვის მუშაობს.

„ჩვენმა ეკონომიკამ ყველასთვის უნდა იმუშავოს“, - ციტირებს მის სიტყვებს CNN.

ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, რომელზეც ბრიტანეთის მომავალმა პრემიერმა ისაუბრა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურებას მისი აქციონერები განსაზღვრავენ და ამისთვის ყველა მათგანის ხმა იქნება სავალდებულო.

„საკმაოდ დიდი და არაჯანსაღია ის ზღვარი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებისა და მისი ხელმძღვანელობის ანაზღაურებას შორისაა. ლონდონის მდიდარ ნაწილსა და დანარჩენ ქვეყანას შორის დიდი უფსკრულია. ეს დიდი ბიზნესის უპასუხისმგებლო საქციელია. თუ პრემიერი გავხდები, ჩვენ ამას შევცვლით“, - განაცხადა მეიმ.

Subscribe to our news

Get the main news of the day