ბრიტანეთმა Brexit-ის გამო მილიონერების 15% დაკარგა. ამის შესახებ კომპანია Credit Suisse თავის ანგარიშში იუწყება. ანგარიშის მიხედვით, საუბარია იმ მილიონერებზე, რომლებსაც შემოსავალი დოლარში აქვთ.
"პროგნოზი არაერთგვარევოანია, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე შინამეურნეობისათვის",- წერია კომპანიის ანგარიშში. როგორც ცნობილი გახდა, დიდ ბრიტანეთში შინამეურნეობების შემოსავლები 1.5 ტრილიონი დოლარით, ანუ წელიწადში 10%-მდე შემცირდა. Credit Suisse-ის ანალიტიკოსების აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი და პირდაპირი შედეგი Brexit-ია. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა Brexit-ის შემდეგ ვარდნას განაგრძობს და მესამე კვარტალის მონაცემებით, 2005 წლის მინიმუმს უახლოვდება.