ბრიტანელებმა აშშ-ის არჩევნების შედეგებზე 284 მილიონი დოლარის ფსონი დადეს, რაც ბევრად განსხვავდება ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაზე ან თუნდაც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაზე დადებული თანხის ოდენობისგან. ის თანხა, რაც აშშ-ის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონად დაიდო, ტრამპი-კლინტონის პაექრობის 4 წლის წინანდელ რეკორდს, ანუ მთლიანობაში 199 მილიონ გირვანქა სტერლინგს ბევრად აღემატება. დიდ ბრიტანეთში კი ყველაზე დიდი ფსონი 113 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო და ის 2016 წლის Brexit-ის კენჭისყრაზე დაიდო.