Home
Category
TV Live Menu

ბრიტანეთში პოლიეთილენის პარკების გამოყენება 1 წელში 90%-ით შემცირდა

579c9eaa1bfb4
BM.GE
30.07.16 16:22
1220
ბრიტანეთში პოლიეთილენის პარკების გამოყენება მოსახლეობის 90%-მა შეწყვიტა.

Bloomberg წერს, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ხვდება ოკეანეში, რაც გარემოს დაბინძურების კუთხით პრობლემებს ქმნის.

ბოლო რამდენიმე წელში კი ბრიტანეთში ხმარებიდან 6 მილიარდამდე პარკი იქნა ამოღებული, რომელიც ბიოდეგრადირებადმა პარკებმა შეცვალა.

რამოდენიმე ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალულია და ბიზნეს სუბიექტები მისი გამოყენების შემთხვევაში ჯარიმდებიან, მათ შორის იტალიაში, ჩინეთში და სამხრეთ აფრიკაში.

საქართველოში, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიეთილენის პარკების ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადით ჩანაცველაბა გასულ წელს დაიწყო. რამდენიმე კომპანიამ საკუთარ მაღაზიათა ქსელში ცვლილება უკვე განახორციელა.


Subscribe to our news

Get the main news of the day