დიდ ბრიტანეთში ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს გაასაჯაროვონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ. დიდ ბრიტანეთში 100 000 უცხოური კომპანიის ობიექტი არსებობს, რომელთაგან 44 000 ლონდონშა.
პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში პირველად მესაკუთრეობის საჯარო რეესტრი შეიქმნება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დევიდ ქემერონი ახალი ნორმის შემოღების შესახებ ანტიკორუფციული სამიტის მსვლელობისას განაცხადებს, რომელიც ლონდონში გაიხსნება. კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ ბრიტანეთში, ან გეგმავენ დაიწყონ ბიზნესი და მონაწილეობენ რაიმე ტენდერებში ბიზნესის დაწყებისთვის ვალდებულნი იქნებიან გაასაჯაროონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ.