ფიჭური კავშირების ბრიტანული ოპერატორი Vodafone და ინდოეთის კონკურენტი კომპანია Idea Cellular თავიანთი ოპერაციებს შერწყმაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული გარიგება საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია შეიქმნას მას შემდეგ, რაც ახალი კონკურენტი კომპანიის გაჩენამ ფასების ომი გამოიწვია.
გაერთიანებული კომპანია თითქმის 400 მილიონ მომხმარებელს მოიცავს და ბაზრის ლიდერს Bharti Airtel გაუსწრებს. მსოფლიოში მობილური მომსახურების ბაზარზე ახალი კომპანიიდან ნავაჭრის წილი 40% იქნება ჩინეთის შემდეგ. შერწყმული კომპანიის კაპიტალიზაცია კი 23,2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გარიგება 2018 წელს დასრულდება. კომპანია Vodafone გაერთიანებული კომპანიის 45,1%-ის მფლობელი იქნება და ამისთვის ბრიტანული ოპერატორი თავისი აქციების 4,9%-ს 592 მილიონ აშშ დოლარად კონგლომერატ Aditya Birla-ს მიყიდის.
საბოლოო ჯამში, შერწყმული კომპანიიდან Aditya Birla აქციების 26$-ს მიიღებს, და აქციების თითქმის 29% საფონდო ბირჟაზე იქნება წარმოდგენილი.
კომპანიების შერწყმა მარეგულირებლების დამტკიცებას მოითხოვს. დადგენილი წესების მიხედვით, კომპანია ნავაჭრის 50%-ზე მეტს ვერ აკონტროლებს.