British Airways-ის ბორტგამცილებლების გაფიცვა, რომელიც 1 აგვისტოს დაიწყო, შესაძლოა თვის ბოლომდე გაგრძელდეს. საპროტესტო აქციის შესახებ პროფკავშირებში ჯერ კიდევ 2 კვირის წინ საუბრობდნენ და მათი განმარტებით, დამსაქმებელს საკმარისი დრო ჰქონდა აღნიშნული პრობლემის მოსაგვრებლად.
გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების გაზრდაა. ავიაკომპანია British airways-ის ხელმძღვანელობამ მგზავრებისთვის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად დასახმარებლად პარტნიორ Qatar Airways-სს მიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მიმდინარე გაფიცვა თვის ბოლომდე გაგრძელდება. ბრიტანული ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები გასული წლის დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში და ივნისშიც გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა მაშინაც ანაზღაურების ზრდა იყო.