BTU-სა და USAID-ის პარტნიორობით 1500 ქალი ტექნოლოგიებში გადამზადდება
BM.GE
14.12.22 09:19
• 153
საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და USAID-ის თანამშრომლობით, ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი იწყება. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს. პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.