ამერიკული ლუდის კომპანია Anheuser-Busch მისი ყველაზე ცნობილი ბრენდის Budweiser-ის სახელის ცვლილებას გეგმავს და როგორც СNN იუწყება მისი სახელი America იქნება. ახალ სახელზე გადასვლა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. სავაჭრო ნიშნის ჩანაცვლება 23 მაისიდან დაიწყება და აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 23 ნოემბერს დასრულდება. CNN აღნიშნავს, რომ Anheuser-Busch-მა გადაწყვიტა პატრიოტულ თემაზე ყოფილიყო აქცენტირებული.
ლუდის ახალ ქილებსა დაბოთლებზე აშშ-ს ჰიმნის და America the Beautiful სიმღერის ტექსტები იქნება დატანილი. ბოთლებსა და ქილებზე გამოჩნდება თავისუფლების ქანდაკების გამოსახულებაც.