ბულგარეთმა ირანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი შესაძლოა საქართველოს და სომხეთის გავლით მოახდინოს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირანში ვიზიტისას განაცხადა.
სომხური მედია Natural Gas Europe-ზე დაყრდნობით წერს, რომ სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა, რომელიც შავ ზღვას და სპარსეთის ყურეს მოიცავს, სამომავლოდ სოფიაში მოსალოდნელ შეხვედრაზე იქნება განხილული.
ირანში ბულგარეთის პრემიერის გარდა, ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრიც, რომლის განცხადებითაც ირანული გაზის ექსპორტი ევროპაში პერსპექტიულია და შესაძლო მარშუტებზე შემდგომი შეხვედრა ოქტომბრამდე გაიმართება.
ამ ეტაპზე ირანი ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ახალ ტერმინალეს აშენებს, რომლის დასრულებაც 4 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
ბულგარეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანა ე.წ. გათხევადებული გაზის LNG-ის ექსპორტით არის დაინტერესებული.