Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბუნებრივი ღვინის ბარი - თიბისი სტარტაპერის დახმარებით შექმნილი ბიზნესი

BM.GE
28.04.21 10:23
505
პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა შენარჩუნდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული და მისმა ღირებულებამ 44 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ღვინის ექსპორტი გაზრდილია შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე: ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) დიდი ბრიტანეთ - 2% (117118 ბოთლი).

კომპანიებს ღვინის განსხვავებული მოცულობები გააქვთ საზღვარგარეთ და ჯამში საექსპორტო ღვინო 205 მა კომპანიამ გაიტანა საერტაშორისო ბაზარზე. იმის მიუხედავად რომ პირველ კვარტალში რაოდენობრივი ზრდა წინა წელთან შედარებით ექსპორტისა 2% იანია შემოსავლებში კლება ფიქსირდება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებით ხსნის.

“საამური" პანდემმიისას დაწყებულ ბიზნესი, რომელიც სათავეს ოქტომბრიდან იღებს თუმცა პირველი სტუმრების მასპინძლობა საამურში სულ რაღაც ერთი თვის წინ გახდა შესაძლებელი. ფაბრიკაში მდებარე ბარში მისულებს ადგილზე მხოლოდ ბუნებრივი ღვინო დაგხვდებათ,  რომელიც კიდევ უფრო მკაცრი რეგლამენტით მზადდება ვიდრე მაგალითად ბიო ღვინოა.

სტუმარი: მაია ჭოხონელიძე - სტარტაპი "საამური", დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day