Home
Category
TV Live Menu

BUS LANE-ზე ან ველობილიკზე უკანონოდ გადასვლისთვის ჯარიმები იცვლება

5a0066af35428
BM.GE
06.11.17 17:40
1233
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიღებით ხდება ჯარიმის და საურავის ახალი სახეებისა და ოდენობების განსაზღვრა.

კანონპორექტის თანახმად იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ხშირია წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე და საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამის რეგულაციას. შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაჯარიმდება 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, წარმოდგენილი ცვლილებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყო მათი მოპარვით, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

Subscribe to our news

Get the main news of the day