Home
Category
TV Live Menu

Business Media Georgia-ს 5 თანამშრომელი სტაჟირებაზე ამერიკაში მიემგზავრება

5a5c45d069a3e
BM.GE
15.01.18 10:09
631
TV პირველი „საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის“ გამარჯვებული გახდა. შედეგად, ტელეკომპანიის წარმომადგენლები - თამუნა ქემერტელიძე, ეკა ბაშარული და ანა ლაპიაშვილი - გაემგზავრებიან ამერიკაში და წინასწარ შერჩეულ ტელევიზიებში გაივლიან სტაჟირებას.

სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე ვიზიტი როგორც ამერიკიდან საქართველოში, ასევე პირიქით. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის გამარჯვებულებს აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). Business Media Georgia გამარჯვებულად ღია კონკურსის წესით შეირჩა და შედეგად ჯგუფის სამი წევრი თამუნა ქემერტელიძე, ანა ლაპიაშვილი და ეკა ბაშარული იანვარში სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის.

ამასთან, Business Media Georgia-ს ორი თანამშრომელი - ნინო კვინტრაძე და ელენე კვანჭილაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „მედია განათლების პროგრამის“ გამარჯვებული გახდა. პროგრამა San Jose-ს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SJSU) ერთად ხორციელდება. შედეგად, შერჩეული ჟურნალისტები ელენე კვანჭილაშვილი და ნინო კვინტრაძე ტრეინინგებს გაივლიან სილიკონ ველის მედია ორგანიზაციებში. ინტენსიური სასწავლო კურსი საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. სილიკონ ველზე ქართველი ჟურნალისტები გაეცნობიან უახლოეს ინტერნეტ აპლიკაციებს და საგამოძიებო ჟურნალისტურ რესურსებს, რაც მათ დაეხმარებათ ჟურნალისტური მასალის მომზადებასა და აუდიტორიის გაზომვაში. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები სილიკონ ველის დედაქალაქში ესტუმრებიან Google-ისა და Facebook-ის ოფისებს, სადაც მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში ამერიკელი კოლეგები დაეხმარებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day