Home
Category
TV Live Menu

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტების 92% სრულად განიკურნა

5799a399da9e9
BM.GE
28.07.16 10:16
1095
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტების 92% სრულად განიკურნა, - პროგრამის შესახებ საიბარი დღეს მთავრობის სხდომაზე იყო. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროგრამა უპრეცედენტოა და ის მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პროგრამით 14 000-მდე პაციენტმა ისარგებლა და მათგან 5000-მა მკურნალობა უკვე დაასრულა. სერგეენკოს განცხადებით, პაციენტების 92%-მა მიიღო სრული განკურნება.

„მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800 პაციენტის გატარება, ახლა 3 000-ზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება „, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day