Home
Category
TV Live Menu
Loading data...

C ჰეპატიტის პროგრამის შეჯამება

BM.GE
13.03.18 11:11
1014
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე, გამოწვევებსა და პროგრამის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრეს. თითქმის 3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მათაგნ 40 ათასზე მეტმა კი მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. რაც შეეხება განკურნების მაჩვენებელს, ოფიციალური მონაცემებით წარმატებული შედეგი 98.2% -ის შემთხვევაში დადგა.

სტუმრები: თათია ჩაფიჩაძე - “საქმიანი დილის” რეპორტიორი;
ეკა ადამია - ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი

Subscribe to our news

Get the main news of the day