Home
Category
TV Live Menu

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობით ლანჩხუთის მე-60 ოლქი 47.3%-ით ლიდერობს

57f8faa17e9b2
BM.GE
08.10.16 17:53
1050
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით ყველაზე აქტიური თბილისის მასშტაბით საბურთალოს რაიონის მოსახლეობაა. კერძოდ, საბურთალოს რაიონის მე-6 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა 37.7%-მა გააკეთა არჩევანი. საბურთალოს შემდეგ ვაკის რაიონი მოდის, სადაც მე-2 მაჟორიტარულ ოლქში 37.5%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, მე-3-ში კი - 37%. ყველაზე პასიური არის ისნის რაიონის მე-9 მაჟორიტარული ოლქი - 27.2%-ით.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ ლანჩხუთის რაიონის მე-60 მაჟორიტარული ოლქი ლიდერობს, სადაც მოსახლეობის 47.3%-მა საარცევნო ხმის უფლებით უკვე ისარგებლა. მას შემდეგ, 47.2%-ით მოდის ამბროლაურის რაიონის 58-ე მაჟორიტარული ოლქი.

საერთო ჯამში, 15:00 საათზე მოსახლეობის 34.79%-მა გააკეთა არჩევანი, რაც იმას გულისხმობს რომ საარჩევნო უბანზე 1 222 634 ადამიანი მივიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day