ცესკოს პირველადი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.42%, ნაციონალურმა მოძრაობამ, კი 24.69% მიიღო
3702 უბნიდან დათვლილია 423 საარჩევნო უბანი, რაც უბნების მხოლოდ 11.43%-ს შეადგენს.
შედეგების თანახმად „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ” - ხმათა 4.66% მიიღო,
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” - 4.24%,
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 3.21%,
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 2.96%,
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 2.79%
„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები” - 1.33%,
„თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” - ამომრჩეველთა 0.99% მხარდაჭერა მიიღო.