Home
Category
TV Live Menu

ცეზარ ჩოჩელი კლინკერის წარმოებას 2017 წლიდან გეგმავს, - "კლინკერის შემოსატანად ქვეყანა დაახლოებით $20 მილიონს კარგავს"

57905b6a9c701
დავით ჯალაღონია
21.07.16 09:16
1739
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი კლინკერის წარმოებას 2017 წლიდან გეგმავს.

როგორც ჩოჩელმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეს საკმაოდ ამბიციური პროექტია და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მშენებლობას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება და ქარხანა მუშაობას 2017 წლიდან დაიწყებს. მასალა კი ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი, რადგან ჩვენი ქვეყანა კლინკერის იმპორტიორია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ - ქვა კი არ შემოდიოდეს ჩვენთან, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში მოიპოვება, არამედ აქ ვაწარმოოთ და ექსპორტზე გავიტანოთ“, - განაცხადა ჩოჩელმა და დასძინა, რომ აღნიშნული მასალის შემოსატანად ქვეყანა დაახლოებით 20 მილიონ დოლარს კარგავს.

კლინკერის მწარმოებელი ქარხანა სენაკში აშენდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day